Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური

საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;

 

2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

ა) საბუთების მიღება - 23 – 31 აგვისტო;

ბ) გამოცდა უცხო ენაში - 7 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -10 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;

ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 13 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;

ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;

კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 16-20 სექტემბერი; კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები

ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 21 სექტემბერი;

მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 21 – 22 სექტემბერი;

ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 23 სექტემბერი;

ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 24 სექტემბერი.

 

3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;

ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

 

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

 

5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

 

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ნინო გვენეტაძე

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

 

მედიცინის ფაკულტეტი

 

N ხელმძღვანელი თემა

ვაკანტური ადგილები

1

თენგიზ ცერცვაძე

რამაზ ყურაშვილი
ლიპიდური ცვლის დარღვევების გავრცელება, მიმდინარეობის და მართვის თავისებურებები და გამოსავლები აივ/შიდსით ავადმყოფებში საქართველოში. 1
2

თენგიზ ცერცვაძე

რამაზ ყურაშვილი
ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევების გავრცელება, მიმდინარეობის და მართვის თავისებურებები და გამოსავლები აივ/შიდსით ავადმყოფებში საქართველოში. 1
3 გიორგი მენაბდე SARS-CoV-2 ვირუსის ზეგავლენა პირის ღრუს სხვადასხვა ქსოვილებზე. 2
4

ნინო ოკრიბელაშვილი

სუიციდის პრობლემა ზრდასრულ პოპულაციაში სხვადასხვა ფორმის წამალდამოკიდებულების ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესში. 1
5 ლაშა ლორია

საქართველოს სამედიცინო  მომსახურების ეკონომიკური ეფექტურობის შესწავლა-შეფასება.

1
6 ლაშა ლორია კონტრაცეფციის მეთოდების შერჩევის თავისებურებანი და ცოდნის დონის შეფასება საქართველოში. 1
7 ნატა ფიცხელაური ახალი კორონავისრუსის პანდემიამდე და პანდემიის პირობებში 40 წლის ზემოთ ქალთა სკრინინგ პროგრამების ხელმისაწვდომობის შედარებითი ანალიზი ქ.თბილისში. 1
8 მანანა კალანდაძე სტომატოლოგიურ დაავადებათა გავრცელება და მათი პრევენცია ორსულთა შორის საქართველოში.  1
9

მაკა ჯორბენაძე

მარიამ ჭიპაშვილი
ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიების სიხშირე ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებულ ორსულებში საქართველოში. 1
10

მაკა ჯორბენაძე

ლაშა ლორია

ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის, სრულყოფის და შემდგომში მათი მუდმივი აუდიტის შედეგები სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში 1
11

ჯენარო ქრისტესაშვილი

თამარ საბახტარაშვილი
ულტრაბგერითი გამოკვლევის შესაძლებლობები მიულერის ანომალიების დიაგნოსტიკაში  1
12

ჯენარო ქრისტესაშვილი

მარიკა ჯაფარიძე
საშვილოსნოს განვითარების თანდაყოლილი ანომალიების ჰისტეროსკოპიული მეტროპლასტიკის შემდგომი მენეჯმენტი

1

13

თამარ რუხაძე

მემედ ჯინჭარაძე
დიალიზზე მყოფი ონკოპაციენტების მართვის თავისებურებანი 1

14

თამარ კეზელი

RHO -კინაზას ინჰიბიტორის, ფაზუდილის, ეფექტურობის შესწავლა ექსმერიმენტული მეტაბოლური სინდრომის დროს" თამარ კეზელის  ხელმძღვანელობoთ 1

 

საბუთების მიღება,   მისამართი : ბელიაშვილის N78, თსუ მედიცინის ფაკულტეტი, მე-3 სართული ოთახი N330.